19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

მშვენიერაძე ერთხელ უკვე იკავებდა ამ თანამდებობას 5 წლის ვადით, თუმცა თავმჯდომარეობა ვადაზე ადრე დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ შემდგომ მშვენიერაძე იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია, თუმცა ვადის ბოლომდე არც ამ თანამდებობაზე გაჩერდა. მანამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეც. მშვენიერაძემ ეს თანამდებობაც ვადაზე ადრე დატოვა.

დღის ამბები