აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, ნონა ეფაძე ვირუსის გავრცელების კლების დინამიკაზე საუბრობს.
"მმართვით სუნთქვაზე დღეისათვის იმყოფება 28. გარდაცვალების 1 შემთხვევა გვაქვს სამწუხაროდ. ეპიდსიტუაციას რაც შეეხება, ნელნელა გვაქვს სტაბილური რიცხვები კლების. ყველას მინდა მივმართო, ვისაც ექნება სიმპტომები, რომ აუცილებლად მიმართონ დროულად ტესტირებისთვის და ყველაზე მთავარი, ამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ მიღებული შედეგი რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელად, განსაკუთრებით ამ სადღესასწაულო დღეებში გავითვალისწინოთ რეკომენდაციები," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 1 494 პირი.