გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, რადგან ბაზრობა რეგულაციების გამო დაკეტილი იყო. მოვაჭრეების განცხადებით, ნივთები, რომელიც ბაზრობაზე ინახებოდა, დაზღვეული არ იყო.
"ჩვენ თვითონ შევედით, რომ გატეხეს მეხანძრეებმა. არ ვიცი რა მოხდა. ბაზრობას ვუხდიდი, დაზღვევა არ ვიცი," - განუცხადა "კურიერს" ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
გორში, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო მანქანა და 40 მეხანძრე მაშველი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დაიწყებენ მუშაობას, რის შემდეგადაც გაირკვევა, თუ რამ გამოწვია ხანძარი.