17 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
პარლამენტი დღეს "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი დღეიდან "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს.

საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ, იმავე დღეს სესიაზე გავა.

პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

დღის ამბები