უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
"ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1646 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.
ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2628 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.