სავარაუდოდ ამინისტია შეეხება გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ერთ ნაწილსაც. საუბარია საბურთალოელებზე. სამივე მათგანი მკვლელობამდე, აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ფიგურანტები არიან.
მათთან პრეტენზია აღარ აქვთ დაზარალებულებს.
საუბარი, ამ სამი ბრალდებულისათვის აღმკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ადვოკატებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. დაზარალებულთა თანხმობა კი, მათი ამნისტიისთვის საჭირო მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე საპატიმროს დატოვების მოლოდინში არიან. გიორგი შაქარაშვილის საქმის პირველ ეპიზოდზე დაკავებულების ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.
გადაწყვეტილება ახალმა გარემოებამ გამოიწვია, რომელიც პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვას შეეხება. გოგშელიძისა და წაქაძის ინტერესების დამცველებს ბრალდებულების სასარგებლოდ დაზარალებულების თანხმობის წერილები უკვე მზად აქვთ.