06 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანის მიერ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება მიზნად ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს.

გუშინ ირანის მთავრობის სპიკერმა ალი რაბეიემ ქვეყნის სახელმწიფო მედიასთან საუბარში თქვა, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება უკვე დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევას აგრძელებს.

დღის ამბები