10 სექტემბერი 2026,   07:51
ვრცლად
საშობაო ალილო წელს ქუთაისში განსხვავებულად აღინიშნება - სასულიერო პირები ავტომობილებით ქალაქს აკურთხებენ

საშობაო ალილო წელს განსხვავებულად აღინიშნება ქუთაისშიც. სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, ნობათები შეაგროვეს და დღის მანძილზე საშობაო ალილოს ფონზე ქუჩებს მოივლიან.

შეგროვებულ ნობათს კი მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს დაურიგებენ. სასულიერო პირები ავტომობილებით მოძრაობენ და ქალაქს აკურთხებენ.

დღის ამბები