პანდემიის გამო ალილო განსხვავებულად ჩატარდა ბათუმში. მსვლელობაში მხოლოდ სტიქაროსნები და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ალილოს მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება ეპარქიამ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. მრევლი საშობაო ნობათსა და საქველმოქმედო კალათებს ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მიიტანს.