04 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
ესპანეთში უამინდობის გამო ავიარეისები გაუქმდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

უამინდობამ ესპანეთში პრობლემები შექმნა. დაბალი ტემპერატურისა და თოვლის გამო გაუქმდა ავიარეისები და შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მადრიდის ჩრდილოეთიდან 400 კილომეტრის მოშორებით ჰაერის ტემპერატურა -35 გრადუსამდე დაეცა, რაც ესპანეთის ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მოთოვა მადრიდშიც, სადაც -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.

შტორმის შედეგად, ძლიერი ქარი და წვიმა იყო კანარის კუნძულებზეც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით ყინვა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

დღის ამბები