19 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პატიმრობის შეფარდებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს

დღეს, ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა განესაზღვრა. ბრალდებულის ინტერესების დამცველის თქმით, არ არსებობს დაკავებულის არც მიმალვის საფრთხე და არც საშიშროება, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს მოწმეებზე

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ 48 საათის ვადაში, რადგან არ ვეთანხმებით მას და ვფიქრობთ, რომ არის დაუსაბუთებელი. არ არსებობდა არანაირი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, მას არ ჰქონია არანაირი განზრახვა ძმის მკვლელობის.

საზოგადოებაში რატომღაც გაჩნდა აზრი, პასუხიც არ უნდა რომ აგოს იმისთვის, რაც მოხდაო, თუმცა, გიორგი ახლოურმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ არა განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, არამედ გაუფრთხილებლობით ქმედებისთვის,"- აცხადებს ადვოკატი. 

დღის ამბები