06 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
"ტვიტერის" ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

სოციალური ქსელ "ტვიტერის" ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

Twitter-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასტრამპი ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ განცხადების გასავრცელებლად დონალდ ტრამპმა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში გამოიყენა.

Twitter-ის ადმინისტრაციამ მისი განცხადება მომენტალურად წაშალა.

"დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ Twitter თავისუფალი სიტყვის ჩახშობის კუთხით ძალიან შორს წავიდა და დღეს საღამოს, Twitter-ის ადმინისტრაციამ "დემოკრატებთან" და რადიკალურ მემარცხენეებთან ერთად ჩემი ანგარიში დაბლოკეს, რათა მე და თქვენ, 75 მილიონი ადამიანი, გავეჩუმებინეთ," - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

დღის ამბები