06 მაისი 2024,   05:44
ვრცლად
აშშ-ის დემოკრატიული პარტია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებას გეგმავს

აშშ-ის დემოკრატიული პარტია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებას გეგმავს. დემოკრატები ტრამპს "ამბოხის გამწვავებაში" სდებენ ბრალს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის განცხადებით, თუ ტრამპი დაუყოვნებლივ არ გადადგება, მომდევნო კვირაში იმპიჩმენტის შუამდგომლობით წარდგებიან. 6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმისას წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ნენსი პელოსის ლეპტოპი მოპარეს.

"კარგია, რომ ის ინაუგურაციაზე არ მოვა" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს მისი ფიცის დადების ცერემონიას.

როგორც CNN იუწყება, ინაუგურაციას არ დაესწრება არც პირველი ლედი მელანია ტრამპი. ისინი ვაშინგტონს 19 იანვარს დატოვებენ და მარ-ა-ლაგოში გაემგზავრებიან.

დღის ამბები