19 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ტესტირება ეპარქიებში - სწრაფ ტესტებს კორონავირუსის გამოსავლენად სამ დღეში ერთხელ ატარებენ

საპატრიარქოში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების პარალელურად, ეპარქიებში სასულიერო პირების გეგმიური ტესტირება მიმდინარეობს.

"სწრაფი ტესტები კეთდება სამ დღეში ერთხელ და PCR - პერიოდულად, პირველი არ არის. ინტერესი იმიტომ არის, რომ გამოვლინდა მდივან-რეფერენტის ინფიცირება. ყველი ტესტის პასუხი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის, არის უარყოფითი,"-აცხადებს დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.

"სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც გადატანილი აქვს, მათთვის არ არის საჭირო, ვისაც არ აქვს გადატანილი, ყოველ კვირა ვიტარებთ ტესტირებას. საპატრიარქოში ვინც შედის, მღვდელმთავარი, სასულიერი პირი თუ საერო ადამიანი, ყველას უტარდება ტესტირება,"-აღნიშნავს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე.

"სიფრთხილეს თავი არ სტკივა, აქედან გამომდინარე, სასულიერო პირებმაც განმეორებით ავიღეთ ტესტი. თავს ვიცავთ, რომ სულის ცხონების საქმეს ხელი არ შეეშალოს და სხვასაც ხელი არ შევუშალოთ სულის ცხონების საქმეში,"- განმარტავს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი მახარაძე.

საპატრიარქოში ჩატარებული ტესტირების პასუხები ცნობილია - ყველა პასუხი უარყოფითია. ინფექცია არ დაუდასტურდა არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. 

რამდენიმე დღის წინ ვირუსი ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდგინდა.

დღის ამბები