21 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო მოლები და ბაზრობები 1 თებერვალს გაიხსნება, მიღებულია - "ლილო მოლის" გენერალური დირექტორი

პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ბაზრობის წარმომადგენლებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ.

გარდა პირბადის გამოყენებისა და ტერიტორიის ხშირი დეზინფექციისამეიჯარეებს დაევალათ, რომ ბაზრობებზე დასაქმებულებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდეთ.

ბაზრობების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 1 თებერვლისთვის ბაზრობების გასახსნელად ყველაფერი მზადყოფნაში იქნება. 

"გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1 თებერვალს გაიხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები, მიღებულია. არსებულ რეგულაციებს დაემატა ერთადერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, ეს არის ტესტირება პერიოდული. ეს უნდა დავაორგანიზოთ სწორად და სწრაფად, რომ პირველისთვის ყველაფერი იყოს მოსწრებული, ისე როგორც გაიწერა. ასე რომ ვიმედოვნებთ, რომ პირველისთვის მზად ვიქნებით ყველანაირად,“ - აცხადებს "ლილო მოლის" გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია. 

დღის ამბები