26 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
თუკი რამე არის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ეს არის ამ საქმის წარმოება და არა ბრალდებულების ქმედება - ივერი მელაშვილის ადვოკატი

პროკურატურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდება ეხმაურებიან ბრალდებულის ადვოკატები.

მათი განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება - საქმე გადავა თუ არა არსებით განხილვაში, თუმცა პროკურატურის მტკიცებით ფორმაში საუბარი მიუთითებს, რომ სასამართლო არაა დამოკიდებული და ნებისმიერი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თუკი რამე არის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ეს არის ამ საქმის წარმოება და არა ბრალდებულების ქმედება, რასაც აფასებს პროკურატურა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. გაუგებარია, რატომ არიან ასე დარწმუნებულები იმაში, რომ საქმე არსებითად განიხილება, ვინაიდან ჯერ წინ არის გასავლელი წინასასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი უნდა განვიხილოთ და ეს მიანიშნებს იმაზეც რომ სასამართლო დღეს ჩვენთან არ არის დამოუკიდებელი და აქვთ მოლოდინი, რომ რაც არ უნდა მიიტანო სასამართლოში, მათი პოზიცია დადასტურდება," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს უნდა გაიმართოს.


დღის ამბები