19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"წინასწარ რომ მცოდნოდა, კომპიუტერს სახლიდან გავიტანდი" - პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ნატალია ილიჩოვა საუბრობს

გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობს.

აუდიოჩანაწერში ილიჩოვა მამაკაცს ესაუბრება, რომლის ვინაობაც უცნობია. 

ნატალია ილიჩოვა: მე რომ წინასწარ მცოდნოდა, სახლის კომპიუტერს გამოვიტანდი სახლიდან, მე შემეძლო ეს გამეკეთებინა ხომ?

მამაკაცი: არ თქვა, არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება.

ნატალია ილიჩოვა: იქ ძალიან ბევრი საარქივო მასალა იყო, ძალიან ბევრი.

მამაკაცი: იქ არის ისეთი რამე, არ ვიცი რომ ვინმემ ნახა?

ნატალია ილიჩოვა: იქ არის აზრები, იქ არის მოსაზრებები.

მამაკაცი : ვისი აზრები, მოსაზრებები?

უწყების ცნობით, აღნიშნული ჩანაწერი დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა მომზადებული.

დღის ამბები