მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დააკავეს 6 პირი. გამოძიების ვერსიით, ისინი 18 იანვარს ყაჩაღურად თავს დაესხნენ სოფელ ყიზილაჯლოში, ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომლებს. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2000 ლარს, ორ მობილურ ტელეფონს, 2 საათს და ვერცხლის ყელსაბამს.
თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.