07 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
კისისხევში 28 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ კისისხევში, 28 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 
46 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება.

სხდომაზე პროკურორმა მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

უფლებადამცველმა ლალი ჩაველაშვილმა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ჩადენილ დანაშაულში აღიარებს. მისი თქმით, მომხდარს ნანობს და მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია, ვინაიდან მომხდარის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საქმე ეხება 22 იანვარს მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც 46 წლის ჯარჯი არაბულმა ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო 37 წლის კაცს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები