19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ამნისტიის აღსრულება დაიწყო - პატიმრები ციხეებს ტოვებენ

ახლად მიღებული ამნისტიის საფუძველზე პატიმრები ციხეებს ტოვებენ. ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან 11 პატიმარი უკვე გათავისუფლდა.

კანონის მიხედვით, ამნისტია მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. საერთო ჯამში ის 1500-ზე მეტ პატიმარს შეეხო.

ამავე დროს შეღავათებს მიიღებს პრობაციის რეჟიმში მყოფი 10 000-მდე ადამიანი. პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი 11 იანვარს დაამტკიცა.

დღის ამბები