გარემოსდაცვითი ახალი რეგულაციები ძალაში ივნისიდან შედის. საუბარია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებულ ცვლილებებზე, რამაც მწარმოებელთა მხრიდან გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა უნდა გაზარდოს. რეგულაციების დეტალები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა. საუბარი შეეხო ფილტრაციის სისტემის უქონლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ გამკაცრებულ საჯარიმო სანქციების პაკეტსაც.