ვანის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.