დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცახდებით, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, თუ რა კრიტერიუმით გადაანაწილებს კოვაქს პლატფორმა Pfizer-ის ვაქცინის მილიონამდე დოზას.
მისივე ინფორმაციით, ის 51 დაბალ და საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებზე უნდა გადანაწილდეს, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია - თანაბრად განდანაწილდება, თუ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით კონკრეტული ქვეყნები შეირჩევა.
"დღეს ველოდებით ჩვენ, რომ იქნება გადაწყვეტილება. Pfizer-ის ვაქცინის დაახლოებით, მილიონამდე დოზა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განთავსებულია კოვაქს პლატფორმაზე, რომელიც უნდა მიეწოდოს და გადანაწილდეს 51 დაბალ და საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებზე.
როგორც მაქვს ინფორმაცია, სერიოზული მსჯელობა მიდის და გვეცოდინება ამ დღეებში, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო აკმაყოფილებს იმ ყველა პირობას, Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მიღების.
ველოდებით გადაწყვეტილებას - თანაბრად გადანაწილდება 51 ქვეყანაზე, თუ შეირჩევა მაღალი გავრცელებითა, თუ მზადყოფნის კრიტერიუმებით. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გვეცოდინება,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, არსებობს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში საქართველo AstraZeneca-ს ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას მიიღებს.