10 სექტემბერი 2026,   08:35
ვრცლად
COVID-19-ით მე-10 კლასელი მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მე-10 კლასელი მოზარდი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის თბილისში “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის გუშინ, 28 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.

ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. მაია ხაჯიშვილი ბავშვთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. 

"ვუსამძიმრებთ ოჯახს. ვართ შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში, იმისთვის, რომ მიღებული იქნას შემდგომი გადაწყვეტილებები. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მესამე საფეხურის მოსწავლეა.
ანუ მეათე კლასის მოსწავლეა.

ბოლო ერთი წელია აჭარაში სკოლაში სწავლა დისტანციურად იყო და შესაბამისად, სკოლაში არ დადიოდა.

გარკვეული  ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, თუმცა უფრო მეტი დეტალისგან თავს შევიკავებ" - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

დღის ამბები