03 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
თბილისი-სენაკის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ფოთის E-60  ავტომაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდთან ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანაში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მგზავრი, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ბრიგადები.

დღის ამბები