ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 - კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 923 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 111-ს აღწევს.
კორონავირუსისგან კიდევ 491 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 249 028-ია.
კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3 178 ადამიანი ემსხვერპლა.