06 სექტემბერი 2026,   14:04
ვრცლად
სამთო კურორტებისა და რესტორნების მუშაობა დღეიდან არ აღდგება

რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება სამთო კურორტებსა და რესტორნებს, თუ ის აჭარაში არ მდებარეობს. ამის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მათ ლიკვიდაციად აფასებს და იმ 250 ათას ადამიანზე საუბრობს, რომელმაც შემოსავალი დაკარგა.

"ეს კვების ობიექტების გახსნის გადავადება კი არა, ამ სფეროს დიდი მოთამაშეების ლიკვიდაციაა. კიდევ მცირე ხნით დამუხრუჭებას ვეღარ აიტანს ეს სფერო. დღეს ჩვენ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რასაც ჰქვია 250 000 ადამიანი უმუშევარი და მათი 200-ლარიანი სუბსიდირება ჩვენი ბიუჯეტის მხრებზეა," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ.

შეზღუდვების თებერვალში ძალაში დატოვებას სფეროს განადგურებად მიიჩნევს "დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებლის და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

დღის ამბები