გურიის რეგიონში კონტაქტური სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლები სამივე მუნიციპალიტეტში გაიხსნა, თუმცა სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, შესვენებებზე კონტროლდება მოსწავლეებს შორის დისტანცია, დიდი დასვენებების დრო კი განსხვავებულად არის დაგეგმილი, რის შედეგადაც უმცროს და უფროსკლასელებს ერთმანეთთან კონტაქტი არ უწევთ. სკოლებში შეზღუდულია მშობლების და გარეშე პირების შესვლაც.