06 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
საპარლამენტო განხილვებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მოსაზრებები - EMC-ის წარმომადგენელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი  გურამ იმნაძე აცხადებს, რომ პარლამენტმა ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას, აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მოსაზრებები გაითვალისწინოს.

იმნაძის შეფასებით, კანონპროექტი  არ ფარავს ბევრ ნარკოტიკულ საშუალებას.

"კანონპროექტი ერთის მხრივ არის ვიწრო, იმიტომ, რომ ის არ ფარავს ბევრ ნარკოტიკულ საშუალებას და მხოლოდ 8 ნივთიერებისთვის განსაზღვრავს ოდენობას და შემოთავაზებული ოდენობებიც, რეალურად, არ არის ადეკვატურად დადგენილი, იმიტომ, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც, ვთქვათ, დამოკიდებულება აქვთ განვითარებული კოვიტური სუბსცანციის მიმართ, ეს ადამიანები შეიძლება კვლავაც მოექცნენ ძალიან მკაცრი საპატიმრო სასჯელების ქვეშ.

ამიტომ, აუცილებელი არის, რომ საკომიტეტო, საპარლამენტო განხილვების დროს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული სამოქალაქო ორგანიზაციების ექსპერტების, მოსაზრებები ამ საკითხზე," - განაცხადა გურამ იმნაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი 8 დასახელების ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობას კომიტეტებში იწყებს. კანონმდებლები ამ თემას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მოგვიანებით კი - ჯანდაცვის კომიტეტზეც განიხილავენ.

დღის ამბები