18 მაისი 2024,   15:37
ვრცლად
სუპერმარკეტ "სპარში" შეჭრილი 2 არასრულწლოვნის განიარაღება მაღაზიის მენეჯერმა შეძლო 

ყაჩაღობა და დაკავების ოპერაცია თბილისში - ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი დანით და ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობდნენ ობიექტის დაყაჩაღებას.  

შემთხვევა დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები  არასრულწლოვანები არიან.

სუპერმარკეტში შეჭრისას თავდამსხმელებმა ნავაჭრი თანხა მოითხოვეს, მათი განიარაღება მაღაზიის მენეჯერმა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა. საპატრულო პოლიციამ ისინი შემთხვევის ადგილზე დააკავა. 

ამ დროისთვის, დაკავებულების და მაღაზიის მენეჯერის გამოკითხვა მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასრილი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცით, შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია "სპარი"-ის მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ხოლო ბრალდებულმა გ.ხ.-მ მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.

მათ მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.
 
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები - გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 
დღის ამბები