თბილისში, კინო "საქართველოსთან" მამაკაცი დაჭრეს. უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი. როგორც თვითმხილველები "კურიერთან" ჰყვებიან, მათთვის უცნობი პირები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისმოდა გინებაც, რასაც დაჭრა მოჰყვა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უცნობია დაკავებულია, თუ არა დამნაშავე.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი