19 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობას წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დასჭირდება. 

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, სანამ ქვეყნის 70% არ აიცრება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დისტანცის დაცვა კვლავ აუცილებელი იქნება.

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება.

ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ, აუცილებელი იქნება," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები