06 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
ქუთაისის მერის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს - გიგა შუშანიამ განცხადება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე წარადგინა

ქუთაისის მერის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ პროკურატურაში განცხადება მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე წარადგინა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს სამსახურებრივ გულგრილობას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაინტერესდა საბინაო სამსახურში არსებული ხარვეზებით და მეტიც, საკრებულოს დასკვნისთვის დადებითი შეფასების მიცემა დაავალა. შუშანია აცხადებს, რომ არ აქვს პროკურატურის რეაგირების იმედი, თუმცა ამბობს, რომ  გამოძიებას ახალი ხელისუფლება აუცილებლად დაიწყებს.

დღის ამბები