19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
შეხვედრა პანკისში - მისცა თუ არა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულმა ბადურ ჩოფანაშვილმა ჩვენება მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ

პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შორის შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება. მხარეები ერთმანეთს, ადგილობრივებთან ერთად, დუისის მიმდებარედ ხვდებიან.

საქმე ეხება ჩოფანაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ახმედ ჩატაევსა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებდა და მან სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება გასული წლის დეკემბერში დატოვა.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ჩოფანაშვილი აღიარებით ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სადაც  მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ილაპარაკა. სწორედ ამ საკითხის ირგვლივ მოუწევს პასუხების გაცემა საპატიმროდან გათავისუფლებულ ბადურ ჩოფანაშვილს. სიმართლის დასამტკიცებლად ბადურ ჩიფანაშვილს, შესაძლოა, ყურანზე დაფიცებაც მოუწიოს.

"მე მასთან მაქვს კითხვები იმ ჩვენებასთან დაკავშირებით, რაც მან საპროცესო შეთანხმების დროს მისცა. თემირლანს ადებს ხელს, რომ მის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები და ის იყო უშუალო მოკავშირე ჩატაევის ჯგუფთან, რაც ტყუილია და სიბინძურეა. თუ მისი განცხადება არაა და ჩვენება არ აქვს მიცემული, მაშინ ეს არის შეთითხნილი თვითონ პროკურატურის მიერ," - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები