09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე, უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო - რუსი ოპოზიციონერები

ევროპარლამენტი უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ბორის ნემცოვის მიერ მომზადებულ ანგარიშს გაეცნო.

დოკუმენტი მოკლული ოპოზიციონერის თანამოაზრეებმა, ილია იაშინმა და მიხეილ კასიანოვმა წარადგინეს.

რუსმა ოპოზიციონერებმა ევროპარლამენტს „პუტინი ომი“ წარმოუდგინეს.

მოხსენებაზე მკვლელობამდე ბორის ნემცოვი მუშაობდა. ამ მოხსენებით კი ნემცოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე მოხსენებაში მოყვანილია რუსი სამხედროების საუბრები, საიდანაც დგინდება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული შეიარაღება რუსეთს ეკუთვნის.

ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს „პუტინი ომის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ, რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ.

 
დღის ამბები