განიხილავენ თუ არა ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის საქმეს სინოდის სხდომაზე, უცნობია.
დეკანოზის ძმა ეპისკოპოსებს უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს. ის სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს, სადაც ბრალდებული დეკანოზის საკითხზე უნდა იმსჯელონ.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, მისი ძმა უკანონო პატიმარია, რომელიც უკვე ორი წელია, პარალიზებულია.