10 სექტემბერი 2026,   03:57
ვრცლად
მკვლელობა ბათუმში - ბრალდებულები პოლიციამ 14 წლის შემდეგ დააკავა

ბათუმში სამართალდამცველებმა 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისათვის ძებნილი ორი პირი დააკავეს. მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან. 2007 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა.

პატიმრობის ვადა 18 წელია. ბრალდებულები უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.

დანაშაული 2007 წელს ახალი წლის ღამეს მოხდა, მათ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ძმებ აბაშიძეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულები 14 წელი მიმალვაში საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებოდნენ. მსჯავრდებულების ადვოკატი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დაუკავშირდნენ და გადაწყვიტეს პოლიციასთან ჩაბარება. უფლებადამცველის თქმით, ისინი ნაწილობრივ აღიარებენ ბრალს, თუმცა ამბობენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული მკვლელობა არ იყო. 

დღის ამბები