17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
ვინ გადაიხდის ნიკა მელიას გირაოს და არის, თუ არა საბანკო რეკვიზიტები საიდუმლო - ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება

ვინ გადაიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს ან გადაიხდის, თუ არა საერთოდ, დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი. ერთი დღით ადრე კი ისევ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე 40 ათასის ჩარიცხვას მელიას მომხრეები აპირებენ, თავად მელია კი ამას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება აპირებს გირაოს თანხის დაფარვას.

ამასთან, ნიკა მელიას ინფორმაციით, გირაოს გადახდა შეუძლებელია ე.წ. უნიკალური კოდის გარეშე, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურიდან არც მას და არც მის ადვოკატს არ წამოუღიათ. მან "საქართველოს" ბანკსაც მიმართა თხოვნით, რომ არ მისცეს გარეშე პირს, კანონის დარღვევით ჩარიცხოს თანხა მის საბანკო ანგარიშზე.

პარალელურად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ე.წ გადახდის უნიკალური კოდი არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 თებერვალს იწურება ვადა, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ მისთვის შეფარდებული გირაო - 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. 

დღის ამბები