21 დეკემბერი 2024,   21:17
ვრცლად
მცხეთის ცენტრში აქცია დასრულებულია - მოსახლეობა განაშენიანების გეგმის გასაპროტესტებლად შეიკრიბა

მცხეთის ცენტრში აქცია დასრულებულია - ადგილზე მოსახლეობა განაშენიანების გეგმის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

მათი განცხადებით, პროტესტი გამოიწვია იმან, რომ არსებულ გეგმაში არ არის მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. მათი თქმით, ამ გეგმაში კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესებიც კი იკვეთება.

ადგილზე ჩავიდნენ მცხეთის მერი და დიმიტრი ხუნდაძე. ისინი სრულიად იზიარებენ ადგილობრივების  მოსაზრებებს და მოითხოვენ,  რომ კომპანიამ მოახდინოს გეგმაში კორექტირებები და ასევე მოსახლეობის ინტერესებიც გაატარონ.

დღის ამბები