09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
პუტინი რუსეთის საზღვრებთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსების გამო ღელავს

ვლადიმერ პუტინი რუსეთის საზღვრებთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსების გამო ღელავს და მოწინააღმდეგეებს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ნოვო აგარევოს რეზიდენციაში, ფინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ იძულებულია რაკეტები ყველა იმ ქვეყანას დაუმიზნოს, რომელიც რუსეთს საფრთხეს უქმნიან.

მანამდე ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წელს 40 ბალისტიკური რაკეტა შეემატება.

 
დღის ამბები