09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
„რასაკვირველია შეშფოთებული ვარ," - ჯონ კერი რუსეთის ლიდერი განცხადებაზე

რუსეთის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებს გამოეხმაურნენ შეერთებული შტატები და ნატო.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით ვაშინგტონს ნამდვილად არ სურს, რომ რუსეთთან ურთიერთობა წარსულს და ცივი ომის სტატუსს დაუბრუნდეს.

„რასაკვირველია შეშფოთებული ვარ, სხვაგვარად არ შეიძლება იყოს, როდესაც ასეთი ქვეყნის ლიდერი ამგვარ განცხადებებს აქვეყნებს,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კი რუსეთის ბირთვული არსენალის გაზრდას სახიფათო უწოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ სწორედ მოსკოვის ასეთი რიტორიკა განაპირობებს ნატოს მზადებას საკუთარი წევრების დასაცავად.

 

 

დღის ამბები