19 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
ხანძარს ვარკეთილში მსხვერპლი მოჰყვა - ცეცხლი კორპუსის სამ სართულზე გავრცელდა

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს ვარკეთილში - დაღუპულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. დაშავებულები არ არიან. 

ცეცხლი მესამე მასივში დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე გაჩნდა და შემდგომ მე-6 და მე-8 სართულებს გადაედო.

ცეცხლის გაჩენის შემდგომ დროულად მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია და ისინი ეზოში გამოიყვანეს.

თვითმხილველების და მეზობლების განცხადებით, ხანძარი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, თუმცა რა გახდა უფრო კონკრეტულად ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის ადგილზე ერთი სამაშველო ბრიგადა არის მობილიზებული, თუმცა ხანძრის დროს ადგილზე 9 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ასევე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

დღის ამბები