19 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
დაპირისპირება და მორიგი ჩაშლილი არჩევნები - რაგბის კავშირს პრეზიდენტი ისევ არ ჰყავს

რამდენჯერმე ჩაშლილი არჩევნები - რაგბის კავშირს პრეზიდენტი ისევ არ ჰყავს. ხელმძღვანელის ასარჩევად ყრილობისთვის რეგისტრაცია პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დრომ ადგილზე არსებული დაძაბული ვითარების გამო გადაიწია.

რამდენჯერმე დაწყებული რეგისტრაცია კი საბოლოოდ ქვორუმის არარსებობით დასრულდა. ადგილზე იყო ირაკლი აბუსერიძე, რომელიც 30 დეკემბრის არჩევნებით რაგბის კავშირის პრეზიდენტია. მისი არჩევის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა კანონთან შეუსაბამობის არგუმენტაით არ გააფორმა. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ხელახალი არჩევნები და დღეს კანდიდატი მხოლოდ სოსო ტყემალაძე იყო.

დღის ამბები