26 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
საქართველოში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი ინერგება, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში, ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყო

საქართველოში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც თითქმის ყველა რეგიონში, ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყო, სადაც ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, მოსახლეობა კი, შეძლებს როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი "საქმიან ეზოში" წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძინოს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა "ტყის ახალი კოდექსით" გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების მერებს გააცნო.



დღის ამბები