09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ისრაელში გალილეის ზღვის სანაპიროზე ეკლესია დაწვეს

ისრაელში გალილეის ზღვის სანაპიროზე უცნობებმა ეკლესია დაწვეს. პოლიცია უკვე ეძებს დამნაშავეებს. ტაძარი ზუსტად იმ ადგილას იყო აგებული, სადაც ქრისტიანთა რწმენით მაცხოვარმა სასწაული მოახდინა და იუდეველები თევზითა და პურით დააპურა. სამართალდამცველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ებრაულ ენაზე გაკეთებული წარწერა იპოვეს და სწორედ ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ ეკლესია განზრახ დაწვეს.

გალილეის ზღვის სანაპიროზე მდებარე ტაძარი ყოველწლიურად მილიონობით პილიგრიმი სტუმრობს.

დღის ამბები