09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
თავდასხმას სამხრეთ კაროლინაში 9 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმას სამხრეთ კაროლინაში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ქალაქ ჩარლსტონში ეკლესიაში გახსნა. 8 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ, რომელიც 20 წლამდე თეთრკანიანი მამაკაცია. გამოძიება ვარაუდობს, რომ დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე მოხდა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ადგილზე ასაფეთქებელ მოწყობილობასაც ეძებდნენ, თუმცა პოლიციამ ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო.

მომხდარის გამო პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯებ ბუშმა ჩარლსტონში დღეს დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

დღის ამბები