ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში გამოიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
თავდასხმაში მონაწილე ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი ბრალს არ აღიარებენ.
შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.