09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
იოზეფ ბლატერმა და ფიფა-ს გენერალურმა მდივანმა ამერიკელი ადვოკატები დაიქირავეს

იოზეფ ბლატერმა და ფიფა-ს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ამერიკელი ადვოკატები დაიქირავეს. ორგანიზაციის პრეზიდენტის ინტერესებს ყოფილი ფედერალური პროკურორი რიჩარდ კალენი, ვალკეს კი ცნობილი ნიუ-იორკელი ადვოკატი ბარი ბერკი დაიცავენ.

ეს გადაწყვეტილება ბლატერმა და ვალკემ მას შემდეგ მიიღეს, რაც შვეიცარიის პროკურორმა განაცხადა, რომ გამომძიებლები ორივეს დაკითხვას აპირებენ, კერძოდ კი რუსეთისა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატებთან დაკავშირებით.

გამოძიებას კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით შვეიცარიისა და შეერთებული შტატების სამართალდამცველები ერთდროულად აწარმოებენ.

 
დღის ამბები