17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
მედია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას ერთობლივი მანიფესტით მიმართავს

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერა ვახო სანაიას. მედია გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით ხელისუფლება ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ხელმოწერილ მანიფესტს მიიღებს. 

"2020 -2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს, სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.

ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება; შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები," - ნათქვამია მანიფესტში.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" უერთდება მანიფესტს და სოლიდარობას უცხადებს ჩვენს კოლეგას, ვახო სანაიას. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას მედიის წარმომადგენლის მიმართ.

დღის ამბები