18 ივნისი 2026,   21:35
ვრცლად
ირანს მოუწევს მოგვცეს ის, რაც აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმებისგან სარგებლის მისაღებად - ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო გზები გადასახადებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ვენსი ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო მოლაპარაკებები განსაზღვრავს შემდგომ პირობებს და აღნიშნავს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები მომავალში, სრუტისთვის სათანადო უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნიან.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებებში "ყველა კარტი" აშშ-ის ხელშია.

"ირანს მოუწევს მოგვცეს ის, რაც აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმებისგან სარგებლის მისაღებად"- აცხადებს ვენსი.

ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ტრამპის დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც ვენსმა განაცხადა, რომ მას არ სურს ისრაელისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა, ისევე როგორც ყველამ, უნდა დაიცვას ეს სამშვიდობო პროცესი.

"როგორც ჩანს, ჩვენ შეთანხმების მნიშვნელოვანი გარღვევის ზღვარზე ვართ და შემდეგ უეცრად ბეირუთში მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრში დიდი აფეთქება ხდება. ეს მიუღებელია," - ამბობს ვენსი, რითაც ტრამპის იმედგაცრუებას ხსნის.

 

დღის ამბები